ახალი ამბები

პროკურატურა გურჯაანში მომხდარ ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 16 აპრილს, ქალაქ გურჯაანში, სლოტ კლუბში მომხდარ შემთხვევას.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს, გურჯაანში, შპს ,,ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ კლუბში მომხდარი შელაპარაკებისას, სახის და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს ვ.მ.-ს, რომელიც ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულებს დ.ა.-ს და შ.ე.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით.