ახმეტაში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ექიმი და ექთანი. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.