კახეთში მუნიციპალიტეტების განვითარების სამოქმედო გეგმები შემუშავდება
პროექტის მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ეკონომიკურ აქტივობას.
,,2 მაისს, თელავის ეთნოგრაფიული მუზეუმის დარბაზში, გაიმართება ღონისძიება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას და მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებაზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. შემუშავდება სამუშაო გეგმები განვითარებისთვის. სამოქმედო გეგმებით 2019 წლიდან დაფინანსდება კონკრეტული მიზნობრივი ეკონომიკური პროექტები”, – აცხადებენ კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში.
M4EG-ის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა EaP-ის წევრ ქვეყნებში, რათა ისინი გახდნენ ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობნი მოცემულ რეგიონში და, ასევე, შექმნან შესაძლებლობა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის. ევროკავშირი, M4EG-ის სამდივნოსა და სხვა პარტნიორების (როგორიცაა მსოფლიო ბანკი) ხელშეწყობით, იღებს პასუხისმგებლობას და შესწევს უნარი გააფართოვოს და განავითაროს ადგილობრივი პარტნიორების შესაძლებლობები, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას.