გურჯანელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგის ტურნირში 5 ოქროს მედალი მოიპოვეს
გურჯაანელმა კიკბოქსინგელებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შეჯიბრში მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. ელიკაშვილი ოქროს მედლის და ქამრის მფლობელი გახდა.
“შეჯიბრში გიორგი ელიკაშვილის გარდა, მონაწილეობდნენ ლაშა ფრიდონაშვილი (75 კგ. ), ნიკა სამხარაძე (50 კგ), ნიკა უტიაშვილი (30 კგ) და გიორგი ქიტოშვილი ( 25 კგ), რომლებიც პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ტურნირში, ასევე, ასპარეზობდა ნიკა ყალაბეგაშვილი, რომელმაც 25 კგ. წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.