ახალი ამბები

გაძვირდება თუ არა საქართველოში ხორბალი

შესაბამისად მოსალოდნელია თუ არა საქართველოშიც ხორბალეზე ფასის ზრდა? საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქვეყანას პროდუქციის საკმაოდ კარგი გარდამავალი მარაგი გააჩნია და ამ დროისათვის ხორბლის ფასის და შესაბამისად ფქვილის კრიტიკული გაძვირება მოსალოდნელი არ არის.
„საქართველოს გააჩნია სათანადო მარაგები იმისათვის, რომ რუსული ხორბლის გაძვირების ფონზე, ორი თვის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე სტაბილური ფასები შეინარჩუნოს. იმავდროულად, ივნისის შუა რიცხვებში რუსეთსა და საქართველოში ხორბლის ახალი მოსავალიც იქნება, რაც ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. ერთადერთ რისკფაქტორად, რომელიც, შესაძლოა, ფასებზე აისახოს, კურსის კრიტიკული ცვლილება სახელდება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.