მომავლის ფერმერი – ყველში ტყვიის შემცველობის პრობლემა მწვავედ დგას
რუსუდან გიგაშვილის თქმით, ქვეყანაში პრობლემა ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემაა და შესაბამისმა უწყებებმა მასზე კონტროლი უნდა გაამკაცრონ. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ყურადღება უნდა გამახვილდეს რძის კონტროლის საკითხზე.
„მძიმე მეტალებისა და ტყვიის შემცველობა რძესა და რძის პროდუქციაში სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ხშირად გვინახავს, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გზის პირას დალაგებული პროდქუცია, მანქანების გამონაბოლქვი კი აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ნაწარმში ხვდება. შემდგომ ადამიანი მას ყიდულობს. კარგად მოგეხსენებათ, რომ გარემო დაბინძურებულია. შესაძლოა, პირუტყვის ორგანიზმში მოხვდეს ის მავნე ნივთიერება, რაც მძიმე მეტალს შეიცავს. ანუ პროდუქცია არასათანადო პირობებში იყიდება“, – განაცხადა “კომერსანტთან” საუბრისას რუსუდან გიგაშვილმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი საქართველოში არ კონტროლდება, რადგან დახლზე დადებული ყველი მანქანის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვიდან სხვა მავნე ნივთიერებებთან ერთად ტყვიის დიდ რაოდენობას პირდაპირ იღებს.
“ე.წ. ქარხნულ ყველში შესაძლოა გარკვეული სახის რისკები იყოს, რადგან შეიძლება არ ვიცოდეთ, პირუტყვმა რა სახის საკვები მიიღო“, – განმარტა გიგაშვილმა.