სიღნაღის კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს „ფიროსმანი“, „მარანი“ და „ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ.
,,რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს”,- განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.