სოფელ იორმუღანლოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ადგილობრივები კლინიკა “ლანცეტის” ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც knews.ge-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ჯეირანლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური მოტივით მიუსაჯეს.
“ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს. ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობარია და ამავე დროს აზერბაიჯანული ოპოზიციის მხარდამჭერად მიიჩნევენ. აზერბაიჯანმა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა ჯეირანლის დაკავება. ჩვენმა სასამართლომ კი ის უკანონონდ 6 წლით ციხეში ჩასვა”, – განუცხადეს knews.ge-ს აქციის მონაწილეებმა.
ხვალ ჯეირანლის საქმეზე მსჯელობას უკვე სააპელაციო სასამართლო დაიწყებს. პროკურატურა კლინიკა “ლანცეტის” ყოფილ ხელმძღვანელს თაღლითობას ედავება.
საინფორმაციო სააგენტო “პირველის” ფოტო