სოფელ აკურაში ვაზის 1200 ძირი ნერგი მოიპარეს
დაზარალებულის თქმით, ეს სოფელში ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტი რამდენიმე თვის წინაც მოხდა.
,,სამი კვირის წინ, ნახევარ ჰექტარზე, ჩავყარეთ რქაწითელის ჯიშის ე.წ. წლიური ვაზის ნერგი. ვიცოდით, რომ ასეთ ნერგებს იპარავენ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკვეთი აკურის ღვინის ქარხნის გვერდით მდებარეობს, რომელსაც დარაჯები ჰყავს, ვერ წარმოვიდგენდით, თუ იქ ამას გაბედავდნენ. როდესაც პარასკევს მამაჩემი ჩავიდა ვენახში, ნახა, რომ 50 ნერგი იყო ამოღებული. კვირას ვიყიდეთ ნერგები და გუშინ ჩავიდა, რომ ჩაემატებინა, მაგრამ ადგილზე მისულს კიდევ 1200 ძირი დახვდა მოპარული. თითოეულ ძირში 1.30 ლარი მაქვს გადახდილი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, 6 თვის წინ მოპარეს ჩემს მეგობრებს 400 ძირი. ხედავენ რომ არავინ ისჯება ამის გამო და აგრძელებენ ქურდობას. პოლიციასაც მივმართეთ, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით’’,- განუცხადა knews.ge-ს თამარ მოდებაძემ
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. მომხდარის შესახებ უწყების კომენტარს უახლოეს ხანში გავავრცელებთ.