ახმეტელი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა
ტურნირში, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა – გიორგი გამჯაშვილმა (66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ) და ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა პარაოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
პარაძიუდოს დელეგაცია საქართველოში, დღეს, 23:00 საათზე დაბრუნდება.