მხოლოდ ქართულის პირველი კონცერტის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე მრელაშვილი იყო
მან ჟიურისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მრელაშვილმა საბა კემულარიას შემდეგ მაყურებლის ყველაზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა. ჟიურიმ კი, რომლის შემადგენლობაში არიან მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია და გიორგი გაბუნია, 45 ქულა დაუწერა. ყველაზე ნაკლები ქულები კი თელაველმა შოთა ლეგაშვილმა და ოთო კვალიაშვილმა მიიღეს.
პირველ კონცერტზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა ვაჟა აზარაშვილისა და გოგი ცაბაძის ყველასათვის ნაცნობი კომპოზიციების ახალი ვერსიები შეასრულეს. ქართული სიმღერის პოპულარიზაციას მეგაშოუ მომდევნო ორშაბათსაც გააგრძელებს.