სტატიები

სადილი 2 წუთში – დედოფლისწყაროში წარმოებული მზა საკვები ექსპორტზე გავიდა

პროდუქცია ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთსა და ყაზახეთში იყიდება. საწარმოს მარკეტინგის მენეჯერის, ქეთი ქელეხსაშვილის განცხადებით, საწარმომ საკვების ასორტიმენტიც გაზარდა.
,,ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შევძელით. ყველა პროდუქტისათვის გამოყენებულია მხოლოდ ახალი, სუფთა და სასარგებლო ქართული ნატურალური ინგრედიენტები. პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება”, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ქელეხსაშვილი.
მისივე თქმით, რუსეთისა და ყაზახეთის გარდა, პროდუქტზე მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც დიდია. ქელეხაშვილი მიუთითებს, რომ პროდუქტი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებისთვის მნიშვნელოვანია დროის ფაქტორია და ჯანსაღი კვება.
,,სამიზნე აუდიტორია გაიზარდა. პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი კვება და ამავე დროს კვებისთვის დრო ცოტა აქვთ. პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტულია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებისთვის, ბანაკებისა და მსგავსი აქტივობებისთვის”, – აღნიშნავს ქეთი ქელეხსაშვილი. 
საწარმოს მარკეტინგის მენეჯრი ამბობს, რომ გარკვეულმა პროდუქციამ ბაზარზე ადგილი ვერ დაიმკვიდრა. კომპანია წარმოების გაზრდაზე მუშაობს. 
,,ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპ–ხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით – ეს არის ასორტიმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე სთავაზობს კომპანია ქართულ ბაზარს. გამოაკლდა პროდუქტები, რომლებიც ვერ მიიღო მომხმარებელმა, კერძოდ, ბორში და ბრინჯის რამდენიმე პროდუქტი. აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმეტის გაზრდასა და სიახლეების დანერგვაზე”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანიის მიერ წარმოებული შეფუთული მზა საკვები, რომელიც 2 წუთში მზადდება, მისი შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი.
,,ფასები ხელმისაწვდომია, ერთი ულუფის ღირებულება 3–დან 4.50 ლარამდეა, რომელიც მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას საჭიროებს”, – განმარტავს საწარმოს მარკეტინგის ხელძღვანელი.
ქეთი ქელეხაშვილის ინფორმაციით, პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.