ახალი ამბები

21 აპრილს სიღნაღის მუზეუმში იაპონური თოჯინების გამოფენა გაიხსნება

როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუზეუმში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული თოჯინები, მათ შორის ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა) და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა). ამ თოჯინების ისტორია სათავეს უძველესი იაპონური წეს-ჩვეულებებიდან იღებს.
“21 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში გაიმართება იაპონური ტრადიციული თოჯინების გამოფენა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა) და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა). გამოფენაზე, ასევე, იქნება თოჯინები, რომლებიც უკავშირდებიან იაპონურ ტრადიციულ თეატრალურ ხელოვნებას, როგორიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი. თოჯინები იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან და თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი „კრეატიული თოჯინები“, – განაცხადეს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.