ახალი ამბები

კახეთის რეგიონის ვეტერინარებს სურსათის უვნებლობის რეგულაციები გააცნეს

მათ შეხვედრაზე ისაუბრეს დაგეგმილ ცვლილებებზე და აფთიაქების ვალდებულებებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი მესხიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვეტერინარებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია არსებულ რეგულაციებზე. 
„დღეისთვის ვეტერინარების ინფორმირება რიგ საკითხებზე არის დაბალი, რაც პრობლემებს და შემდეგ მათ დაჯარიმებას იწვევს. უახლოეს ხანში ვეტერნარიის კუთხით ძალაში შევა და დაინერგება კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია, მათ შორის ვეტერინარული პრეპარატების გაყიდვისას მცირე ანოტაციის დართვა, ასევე აფთიაქებში სველი წერტილების და კანალიზაციის მოწესრიგება და სხვა. ახლა არის მოსამზადებელი პერიოდი მათთვის და ჩვენ გავაცანით ის ვალდებულებები და გზები, როგორ შეუძლიათ დაუახლოვდნენ სტანდარტებს და დანერგონ სიახლეები თავიაანთ საქმიანობაში. ასევე ვესაუბრეთ იმ პობლემებზე, რომელებიც მათ აწუხებთ’’, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მესხიშვილმა.
შეხვედრა კომპანია „ინვეტის“ ორგანიზებით პროექტის „MOLI კახეთში“ ფარგლებში გაიმართა. კომპანიის მეცხოველეობის მიმართულების მენეჯერი გურამ მელქაძე აღნიშნავს, რომ ვეტერინარული აფთიაქების წარმომადგენლებს ხშირად ექმნებათ პრობლემები, რომელთა გადაჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ მათი ინფორმირება მნიშვნელოვანია. 
„ვეტერინარული აფთიაქების წარმომადგენლების და ვეტერინარების ინფორმირება მნიშვნელოვანია. ისინი ხშირად ამბობდნენ, რომ მათ არასაკმარისი ინფორმაცა აქვთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რეფორმებზე, სტანდარტებზე, რა რეგიულაციები მუშაობს და სხვა საკითხებზე. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და გავაცანით ვეტერინარებს მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებები, საკანონმდებლო ნორალიული აქტები, რომლითაც შესაბამისი უწყება ხელმძღვანელობს, ვისაუბრეთ პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე და სხვა’’,- განუცხადა knews.ge-ს გურამ მელქაძემ.
ვეტერინარების თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს მათ გამართულ მუშაობას. 
,,ვისაუბრეთ ვეტერინარული აფთიაქების რეგულაციებთან დაჯავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის ნიშვნელოვანია. ასევე გავიგეთ, რომ პრეპარატების რეალიზების დროს ვალდებულები ვართ, თითოეულ წამალს გავაყოლოთ მოკლე ანოტაცია ქართულად. ვისაუბრეთ სიახლეებზეც’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ვეტერინარმა სოსო გურგენიძემ.