ყვარლის მერიამ დამატებით 11 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც Knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ვაკანტურია ბალღოჯიანის, ახალსოფლის, გავაზის, გრემის, მთისძირის, ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილებების უფროსების, იურიდიული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში უფროსი სპეციალისტების პოზიციები. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
„ყვარლის მერიამ დამატებით 11 ვაკანსიაზე გამოაცხადა კონკურსი. არსებული მოთხოვნების მიხედვით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება. დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე კი საკმარისია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. თანამშრომლების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი“, – განუცხადეს Knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერიის ცნობით, აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 26 აპრილამდე გაგრძელდება.