ახალი ამბები

სოფელ რუისპირის მოსახლეობა აქციას მართავს

ადგილობრივების პროტესტის მიზეზი გასხვისებულ საძოვრებში ინვესტორის მიერ დაწყებული სამუშაოებია. აქციის მონაწილეემა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები და მათ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივებსა და პოლიცილებს შორის აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც Knews.ge-ს სოფელ რუისპირის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. 
,,ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს ისე გაასხვისეს რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა. დაახლოებითი 15 ჰექტარი მიწა გაყიდეს. მიწას საძოვრებად ვიყენებდით და ზაფხულში იქ დასასვენებლადაც ავდიოდით. მიწა კერძო მესაკუთრემ იყიდა და სასტუმრო უნდა ააშენოს. დღეს ინვესტორმა სამუშაოები დაიწყო. ტერიტორია შემოსაზღვრულია და იქ შესვლის უფლება არ გვაქვს. პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ გვაძლევს. არ გავჩერდებით. სოფლის საძოვრების გაყიდვას არ დავთმობთ’’,- განუცხადეს knews.ge-ს სოფელ რუისპირის მაცხოვრებლებმა.