ახალი ამბები

თელავში ორი სასტუმროს მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება

გიორგი დანელიას თქმით, “საპარტნიორო ფონდის” პროექტებში სასტუმროების განვითარებას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 
“კახეთში ამ ეტაპზე ორი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მათი მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. ეს არის წინანდლის “რედისონი” და სასტუმრო “ლოპოტას” გაფართოების პროექტი. “ლოპოტაში” დახლოებით 70 ნომერს ვამატებთ, ასევე იქნება შატო, რესტორანი და ა.შ. წინანდალში მშენებარე სასტუმროში კი მინიმუმ 120 ნომერი, სპა ცენტრი, საკონცერტო სივრცე, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახები განთავსდება. ეს ტერიტორია მოიცავს ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმს, სადაც ერთი კომპლექსი შეიქმნება“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.