დედოფლისწყაროს სოფლებში ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს დედოფლისწყაროს ყველა იმ სოფლის გაზიფიცირებას, სადაც ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ არის.
,,როფორც ცნობილი გახდა, 11 მლნ ლარი დედოფლისწყაროში განსახორციელებელ სამუშაოებს მოხმარდება. პროექტი უკვე არსებობს და ბუნებრივი აირის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე უნდა დაიწყოს. ხელისუფლება მაგისტრალს ააშენებს და ყველა სოფელში ყველა სოფელში ბუნებრივი აირის მილს შეიყვანს”, – განაცხადა შიოლაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტი განხორციელება სოფლებში ზემო ქედში, არხილოსკალოში, ქვემო ქედში, სამთაწყაროში, ფიროსმანში, საბათლოში, თავწყაროსა და ჭოეთში.