თელავში „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტს გამართავს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღონისძიებები საქართველოს 5 რეგიონის 7 ქალაქში, მათ შორის თელავში, გაიმართება. გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, „საქართველოს სინფონიეტას” კონცერტი ქალაქ თელავში 27 აპრილსაა დაგეგმილი.
,,პროექტის ფარგლებში, პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს და კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი. ის ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს ჩოგოვაძე.
ფოტო: გიორგი ბეჟანიშვილი