ახალი ამბები

არჩილ ხანდამაშვილი – გურჯაანში შუქმნიშნები დამონტაჟდება

არჩილ ხანდამაშვილი ვერ აკონკრეტებს ამ მიმართულებით რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება. 

„გურჯაანში შუქნიშნები განთავსდება. შუქნიშნების დამონტაჟება იგეგმება ქალაქის ოთხ ქუჩაზე. ვფიქრობთ, რომ შუქნიშნებმა ავტომობილების მოძრაობა დაარეგულიროს ბაზრისა და რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ბავშვები ძალიან ხშირად მოძრაობენ. შუქნიშნების დამონტაჟება საგზაო მოძრაობას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.