თელავში მეწარმეებისთვის ელექტრონულ ბიზნესში ტრენინგი გაიმართება
თელავში ტრენინგი ჩატარდება 29 აპრილს, 11 და 15 საათზე, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.
როგორც knews.ge-ს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განუცხადეს, შეხვედრის დასრულების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთნენ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.