ახალი ამბები

7 სოფელში თელავის მერის წარმომადგენლების თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

 როგორც knews.ge–ს თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განუცხადა, წარმომადგენლების ერთ-ერთი ფუნქცია იქნება სოფლებში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ მერისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს.

„აუცილებელია, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველს ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სოფლებში მერის წარმომადგენლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. დამატებითი მოთხოვნაა მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ინფრასტრუქტურის განვითარების, იურიდიული ან სოფლის მეურნეობის დარგში. განაცხადების მიღება 20 აპრილს დასრულდება“, – განუცხადა knews.ge–ს ნინო აფციაურმა.
მისივე ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლის თანამდებობრივი სარგო 1100 ლარია. ამჟამად ამ პოზიციაზე 7 ადმინისტრაციულ ერთეულში მოვალეობას სპეციალისტები ასრულებენ.