დედოფლისწყაროში ექიმებისა და ექთნების ხელფასები 30%-ით გაიზარდა
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერებისა და განვითარებისთვის აქტიურად მუშაობს.
,,დედოფლისწყაროში აშენდა 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა. 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულების გასაძლიერებლად აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება, ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. აქედან, რეგიონის 8 სოფელში – შალაურში, კართუბანში, მაშნაარში, მუკუზანში, საკობიანოში, კუჭატანში, არბოშიკსა და უდაბნოში ახალი ამბულატორიები აშენდა. 27 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი“, – განაცხადა პრემიერმა.