სიღნაღში ცენტრალური უბნების რეაბილიტაცია იწყება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გოგილაშვილის თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გზების და ისტორიული სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
“ტურისტული სეზონი ახლოვდება და გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ სამუშაოები და დროულად დავასრულოთ. ძირითადად მოპირკეთდება ქალაქის ცენტრალური უბნები, მაგალითად ქვაფენილის საფარი, ასევე ძველებური სახლების ფასადები, ხის ღობები, რომლებიც შეცვლას საჭიროებს და ა.შ. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მოგვიანებით უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოების შესრულებას. პროექტის ბიუჯეტის წარდგენას კი საკრებულოს სხდომაზე უახლოეს დღეებში ვგეგმავთ“, – განუცხადა “აიპრესს” გიორგი გოგილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად დაახლოებით 100 000 ლარი გამოიყოფა.