ახალი ამბები

სოფელ მატანში ტურისტული ობიექტი გაიხსნა

როგორც knews.ge-ს ობიექტის ხელმძღვანელმა, ელდარ ჭიჭიაშვილმა განუცხადა, მისი მთავარი მიზანია ისტორიული ძეგლების და კულტურის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. 
„მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ და გაეცნონ უძველეს ისტორიულ ძეგლებს, ისარგებლონ საოჯახო სასტუმროთი, დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. მე ვარ ისტორიკოსი და ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული და ისტორიული ძეგლების შესახებ მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას“, – განუცხადა knews.ge-ს ელდარ ჭიჭიაშვილმა.