ესპანელი ცოლ-ქმარი ლაგოდეხში ბოჰემური სტილის სასტუმროს აშენებს
სასტუმროს სახელი დუენდეა, ის ესპანური სახელია და ვნების შეგრძნებას უკავშირდება. სასტუმრო სტუმრებს სავარაუდოდ ივნისიდან მიიღებს.
სააგენტო “ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, ალეხანდრო პალომარი და ამერიკელი ნიკოლ ბარტონი საქართველოში 2 შვილთან ერთად 4 წლის წინ ჩამოვიდნენ.
ნიკოლ ბარტონი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მათი ოცნება იყო, რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული შეექმნათ.
„აქაურობა ძალიან ლამაზი და გასაოცარია. გვაინტერესებს ადგილობრივი გარემო, ასევე გვსურს, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. აქ 4 წლის წინ ჩამოვედით და გვინდოდა რაიმე განსხვავებული გაგვეკეთებინა. სასტუმროს სახელია Duende (დუენდე). სახელი ესპანურია და უკავშირდება ვნების შეგრძნებას, ვნების არსს.“ – განაცხადა ბარტონმა.
ბარტონის ინფორმაციით, სასტუმრო ბოჰემური სტილის იქნება. თავდაპირველად 4 მინი კოტეჯი გაიხსენება, შემდეგ სეზონზე კი დამატებით 4 კოტეჯის აშენებას აპირებს. თითოეული კოტეჯის სიმაღლე 8 მეტრი იქნება. კოტეჯების გარდა, სასტუმროში განთავსებული იქნება სამზარეულო და აბაზანა. “დუენდეა” 16 ადგილიანია.
„ზოგადად, ბიზნესის კეთება საქართველოში ადვილია, თუ ჭკვიანი ხართ და ღია დამოკიდებულება გექნებათ, საკმაოდ ადვილია. ჩვენ ბევრი გეგმა გგვაქვს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა უნდა იყოს, რატომაც არა?“ – განაცხადა ბარტონმა.
სასტუმროში ერთი ღამის გათევის ღირებულება ორ ადამიანზე 160 დოლარი იქნება, რომელშიც საუზმეც შევა. სასტუმროში, ჯამში, 150 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.