ხვალ ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდება
როგორც Knews.ge-ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგება.