ახალი ამბები

“სიღნაღში სომელიეებისა და გიდების დეფიციტია”

უერდმანი აცხადებს, რომ ტურისტებს მრავალი წელია საკუთარ მარნებში მასპინძლობს და სეზონურად პერსონალის ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან უწევს. 
“ტურიტების რაოდენობა ბევრია, თუმცა კადრების დეფიციტი გვაქვს და პერსონალი საზღვარგარეთიდან ჩამომყავს სამუშაოდ, განსაკუთრებით უცხო ენების მცოდნე გიდების დეფიციტია, ასევე სომელიეების, რომლებიც ღვინის დეგუსტაციებს ატარებენ და ტურისტებს სხვადასხვა ენაზე უხსნიან ყურძნის ჯიშების და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. როდესაც სიღნაღი განვითარდა, ძალიან ბერი ტურისტული ობიექტი გაიხსნა, ახალგაზრდა კადრების რაოდენობა კი მცირეა, თბილისელებს სიღნაღში ცხოვრება არ სურთ, სიღნაღელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კი საცხოვრებლად თბილისში, ევროპაში, ან სხვაგან წავიდა. უცხოელებს კი ძალიან უხარიათ სიღნაღში ჩამოსვლა და 6-7 თვე სიამოვნებით ცხოვრობენ აქ. ორი ადამიანი ამერიკიდან ჩამომყავს, ერთი – საფრანგეთიდან, ერთი – იტალიიდან და ერთიც – ისრაელიდან. მათ ტრეინინგებს ვუტარებ, ჯერ ჩემთან ერთად ატარებენ დეგუსტაციებს, სტუმრებს მხოლოდ ამის შემდეგ ემსახურებიან, სულ რამდენიმე დღე სჭირდებათ მოსამზადებლად” – განუცხადა Bm.ge-ს ჯონ უერდმანმა.
იგი რამდენიმე ტურისტული ობიექტის მფლობელია, მათ შორის თბილისში რესტორნების “პოლიფონია” და “აზერფეშა“, ღვინის ბარი “ანდეგრაუნდის“, (სადაც წილს ფლობს). მის საკუთრებაშია სიღნაღში მდებარე რესტორანი “ხოხბის ცრემლები“ და “გიჟი ბროწეული“ , რომელიც სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ხუთივე რესტორანი ტურისტებს განსხვავებული კონცეფციით ემსახურება.