თელავში ახალი სასტუმრო გაიხსნა
,,სააგენტოს დახმარებით, განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს შეადგენს. სასტუმროში 39 ადამიანი დასაქმდა. 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას”, – აცხადებენ სააგენტოში.
ფოტო:გიორგი ბეჟანიშვილი