საწარმო ,,თუშეთმა“ მატყლის წარმოება გაზარდა
როგორც knews.ge-სთან საწარმოს წარმომადგენელი აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის მატყლის რაოდენობას 10-12 %-ს შეადგენს.
,,საწარმოში წარმოებული პროდუქციის ყოველწლიურმა მოთხოვნილების ზრდამ განაპირობა ის, რომ საწარმოში აშენდა და დამონტაჟდა ახალი მატყლის სამრეცხაო ხაზი და მატყლის საშრობი სპეციალური შენობა. ეს საშუალებას აძლევს საწარმოს, ყოველდღიურად დაახარისხოს და გარეცხოს 400-500 კგ მატყლი, რაც მთლიანად უზრუნველყოფს საწარმოს ხარისხიანი მატყლის მარაგით და ასევე შესაძლებელს ხდის მოიძიოს და ითანამშრომლოს უცხოელ პარტნიორებთან, როგორც გასარეცხი ასევე გარეცხილი მაღალი ხარისხის მატყლის მიწოდებაში”, – აღნიშნავს საწარმოს წარმომადგენელი.
თუშური მატყლი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ზომიერად ღრუღეროვანია და იგი 20-ზე მეტ დაავადებას კურნავს.