ქართული კომპანია თხილის პროდუქტს 25 ქვეყანაში ყიდის
უცხოეთში რამდენიმე სახის თხილის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს, ესენია: გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, ბლანშირებული თხილის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით.
,,კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ბულგარეთში. კანადაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში და კიდევ ბევრ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს. კომპანია რომელიც სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით, აგრეთვე ერთადერთი თხილის კომპანიაა საქართველოში, რომელიც BRC სერტიფიკატს ფლობს”, – აღნიშნავენ კომპანიაში.
„ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და დამატებითი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.
კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.