ტიბაანში წარმოებული კვების პროდუქტები ევროპაში გაიყიდება
კომპანიაში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. საწარმოს შესაქმნელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, „კამარა ექსპრესს“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. საკვები პროდუქტების საწარმოს ფუნქციონირებისათვის დაახლოებით, ასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორიცელდა.