სოფელ ქორეთის სტადიონზე სკოლის აშენებას აპროტესტებენ
,,სტადიონის მოპირდაპირე მხარეს არის ტერიტორია, სადაც სკოლის აშენებაა შესაძლებელი. დაწყებითი სკოლაა სოფელში და გვინდა, რომ შემდეგ კლსებსიც აქ ისწავლონ ბავშვებმა, მაგრამ არა სტდიონის ხარჯზე. არის სხვა ტერიტორიები და იქ ააშენონ სკოლა”, – განუცხადეს knews.ge-ს ადგილობრივებმა.
როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკვე აცნობა.