ახალი ამბები

სიღნაღელი 23 გაჭირვებული აბიტურიენტი ევროპის უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის

მემორანდუმს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა კანდელაკიშვილმა მოაწერეს ხელი.
როგორც knews.ge-ს ილია ხატიაშვილმა განუცხადა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის გაჭირვებული ოჯახებიდან 23 აბიტურინტის უმაღლესი განათლების მიღებას. 
“დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 ყველაზე გაჭირვებულ აბიტურიენტს ოთხი წლის განმავლობაში სწავლა დაუფინანსდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტის მიღების შემთხვევაში თანხა სტუდენტს უკან დაუბრუნდება სტიპენდიის სახით”, – განუცხადა knews.ge-ს ილია ხატიაშვილმა. 
ევროპის უნივერსიტეტი 2014 წელს დაარსდა, სადაც მოქმედებს 3 ფაკულტეტი და 18 სასწავლო პროგრამა. უნივერსიტეტი წარმოდგენილია 2 სასწავლო კორპუსით.