კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა
სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე უკვე გადავიდა.
შეგახსნებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუკრიანი 30 მარტს დიასეტყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 7-8 წუთს გრძელდებოდა, თუმცა მისი მასშტაბებიდან გამომდინარე სოფელში სტიქიისგან მიყენებული ზარალი არ დაფიქსირდა. ,,ამ ეტაპზე, მოსავალი არ არის და ფაქტობრივად, გადავრჩით”, – განუცხადა Knews.ge-ს სოფელ ნუკრიანში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რევაზ კრაწაშვილმა.