კახეთში 3 სასტუმრო გაიხსნება
ქვეყანის მასშტაბით კი 42 სასტუმრო ამოქმედდება და 1200 ოთახი დაემატება.
პროექტის ფარგლებში ინვესტიციის მოცულობა 123,7 მლნ ლარს მიაღწევს და 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმენება.
,,პროექტის ფარგლებში სასტუმროები აშენებდება: საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის საგარეჯოს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც თითოეულ მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას”,- განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.