ე.წ. ჭიაკოკონობისთვის საბურავების დაწვა 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს
უწყების ინფორმაციით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების, მათ შორის, ფოთლების, საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია. კანონდამრღვევი 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება.
,,რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.
განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომლებიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.