ალავერდის საფუტკრე მეურნეობა აგროტურებს იწყებს
სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ფუტკრის ცხოვრების ფილოსოფიას, მიიღონ მონაწილეობა საწარმოო პროცესში და დააგემოვნონ საკუთარი ხელით გამოწურული ნამდვილი თაფლი. საწარმო მომხმარებელს თაფლის გარდა, ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს, ფიჭას და მეფუტკრეობის ინვენტარს სთავაზობს.
როგორც knews.ge-ს პროექტის “შეღავათიანი აგროკრედიტი” მენეჯერმა, ლევან დოლიძემ განუცხადა, თანამედროვე სტანდარტებით მეფუტკრეობის მეურნეობაში 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ.
,,საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სადაც 8 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში 60 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.”, – განუცხადა knews.ge-ს ლევან დოლიძემ.
“თაფლიკაცი” პროდუქცია ადგილობრვ ბაზარზე იყიდება.