გიორგი კვირიკაშვილი – იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაზიანებისგან დაიცავს.
,,რეგიონში განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის დამტკიცდა ,,იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა . რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს გეგმა?! იმისთვის, რომ, რა თქმა უნდა, სტიქიური განვითარებები ავიცილოთ თავიდან, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და კანონზომიერი განვითარება გვქონდეს დასახლებულ პუნქტებში’’, –განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გუშინ მთავრობის მეთაური თელავში იმყოფებოდა, სადაც პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.