გურჯაანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.