2019 წელს კახეთში კიდევ ორი სასტუმრო გაიხსნება
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია რეგიონისთვის. კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: ,,რედისონი წინანდალი“, ,,ჰოლიდეი ინი თელავი“; 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები ,,გოლდენ ტიულიფი“ და ,,ვილა გოდოლი“. ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კახეთში, ასევე, დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა , პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.