ფერმა „ყვარლის ბაგა“ რძის წარმოებას გააორმაგებს
პაპაშვილის განცხადებით, ფერმა “ყვარლის ბაგა“ წლის ბოლოს, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ყოველდურად 25 ტონა რძეს მიაწვდის.
“საქმიანობა 2014 დავიწყეთ და გვყავდა 100 მეწველი ძროხა. ამჟამად კი 1000 ძროხა გვყავს ყვარელში, სადაც ეს ფერმა განვავითარეთ. ამჟამად ვაწვდით 14 ტონა რძეს ვაწარმოებთ და წლის ბოლოს საწარმოებს 25 ტონით მოვამარაგებთ, გადამამუშავებელი წარმოება ჯერ არ გვაქვს, შესაძლოა ამაზე მომავალში ვიფიქროთ“ – განაცხადა ბიზნესმენმა.
როგორც ლაშა პაპაშვილი განმარტავს, რძის პროდუქტების წარმოებაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან მოთხოვნა დიდია და კომპანიებთან, ვისაც ფერმა რძით ამარაგებს, გრძელვადიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული.
“ჩვენი რძის შემსყიდველები არიან ფლაგმანი, რძის გადამამუშავებელი კომპანიები: “სანტე“ , “აგროჰაბი“, “პეპსიკო“, (ანუ ვილბინდანი), ეხლა ,,ნატურალ+“ დაემატა კიდევ, იმდენად დეფიციტია ქართულ ბაზარზე, რომ ჩვენ დავიწყოთ საკუთარი წარმოება , მათ ვეღარ მივაწვდით რძეს. შესაძლოა სამომავლოდ განვავითაროთ ეს მიმართულება და ახალი ფერმები ავაშენოთ“ – განუცხადა Bm.ge-ს ბიზნესმენმა.
წლის ბოლოს “ყვარლის ბაგაში“ ძროხების რაოდენობა ორჯერ გაიზრდება და 2000 სულს შეადგენს, საიდანაც 1000 მეწველი იქნება.
“ეს არის ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები, ეს საერთაშორისო ჯიშია, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში განიცადა ადაპტაცია, მაგალითად ევროპაში მისი წველადობა საშუალოდ 8500 ლიტრია წელიწადში, ჩვენ 9200 ლიტრით დავხურეთ წელი, ანუ ევროპა უკან ჩამოვიტოვეთ, თუმცა არიან ქვეყნები, მაგალითად ისრაელი, სადაც უკეთესი მაჩვენებლებია, 12 000 ლიტრს შეადგენს იქ ამ ჯიშის წველადობა, ეს დამოკიდებულია სწორ მენეჯმენტზე, კვებაზე, მოვლაზე, მაგალითად ჩვენ ძროხას ვუკეთბთ ე.წ ,,პედიკიურს“, რაც აუცილებელია წელიწადში ერთხელ გაუკეთდეს, ეს პირდაპირ კავშირშია ძროხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და წველადობასთან. ამისთვის გვაქვს სპეციალური საოპერაციო მაგიდა და ხელსაწყოები და იქ ტარდება ეს პროცედურა, ამ დროს უნდა დაუმუშაო ფეხი, გაუსუფთაო, მოაშორო ჩაზრდილი რაღაცეები, მინდა გითხრათ, როგორც კი ეს პროცედურა უტარდება ძროხას, ხუთი ლიტრით იმატებს მისი წველადობა მეორე დღესვე“ – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ფერმაში ძროხებს ძითადად მწვანე ბალახით კვებავენ, რომელსაც თავად აწარმოებენ.