ახალი ამბები

თესაუ-ს სტუდენტის კვლევა უკრაინაში საუკეთესო ნაშრომებს შორის მოხვდა

სპანდერაშვილის ნაშრომი ეხება კახეთის არქიტექტურულს ძეგლებს და ლესია უკრაინკას როლს საქართველოს ისტორიაში. 
“თესაუ-ს სტუდენტის ეს კვლევა ხარკოვის სკოვოროდის სახელობის უნივერსიტეტში, გამართულ კონფერენციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად აღიარეს. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ბერდიაშვილი. ზურაბ სპანდერაშვილის ნაშრომი სამეცნიერო კრებულში დაიბეჭა, კვლევის ავტორი კი შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდა”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.