ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ბზის მოჭრაზე კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდება. სამართალდარღვევაზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება. 
“დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.