ახალი ამბები

კახეთში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორმა, ნანა ახალმოსულიშვილმა თელავში, წნორსა და ლაგოდეხში გეგმიური შემოწმების დროს ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. 
„სურსათის გადამუშავებისას ტემპერატურული რეჟიმები იყო დარღვეული, ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო არასაიმედო და აღჭურვილობებს და მოწყობილობებს არ უტარდებოდათ დეზინფექცია. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ 1000 ლარით და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ისინი ვალდებულები არიან ეს კრიტიკული შეუსაბამობების რაც შეიძლება მალე გამოასწორონ“, – განაცხადა ნანა ახალმოსულიშვილმა.