კახეთის რკინიგზის აღდგენის პროექტი მზად 2019 წელს იქნება
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კახეთის რკინიგზა აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით აღდგება.
,,საუბარია რკინიგზაზე, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება. რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რაც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. კახეთისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის საშუალებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, ტურიზმის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია.