კახეთში აეროპორტი შესაძლოა, თელავსა და წნორს შორის აშენდეს
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ამჟამად აეროპორტის ადგილმდებარეობის დაზუსტება მიმდინარეობს.
,,რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ტურისტული დისლოკაციის გარდა, საანავიგაციო პირობები უნდა იყოს შესაბამისი, გარემო უნდა იძლეოდეს საერთაშორისო რეისების განხორციელების საშუალებას. ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიას თელავიდან წნორის ჩათვლით. მზარდია კახეთში ტურისტების რაოდენობა, მოთხოვნა ჩარტერულ რეისებზე იზრდება,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2027 წელს საერთაშორისო რეისებიც განხორციელდეს.
,,ჩვენი ხედვით, ეს უნდა იყოს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო ფრენებს მოემსახურება. ეს გრძელვადიანი პროექტია და 2027 წელიც ძალიან მალე მოვა და საშუალება მოგვეცემა, რომ უფრო ფართო, საერთაშორისო რეისებიც განხორციელდეს”, – აღნიშნა გუბერნატორმა.