ბიზნესმენმა გია პირადაშვილმა ქართული ლუდი „შანტრაბას“ ჩამოსხმა დაიწყო
პროდუქცია ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე „შანტრაბას“ დაგემოვნება „როიალ ბატონში“ და „შატო მერეშია“ შესაძლებელი. როგორც Knews.ge-ს ბიზნესმენმა განუცხადა, ლუდი გამორჩეული იქნება გემოვნური თვისებებით. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ქართული ნედლეულისგან დამზადდება.
„ლუდი ქართული ნედლეულით მზადდება. უკვე გვქონდა საპილოტე ჩამოსხმა. 6 სახეობის ლუდი იქნება. ლუდი დამზადდება ქერისგან, კახური ჯიშის ხორბლისგან, მთის ქონდარისგან, რომელიც თუშეთიდან ჩამოგვაქვს, ქართული ფორთოხლისგან და ა.შ. შამპანურის ბოთლებში ჩამოვასხამთ და მისი ღირებულება იქნება 20 ლარი. ჩვენი გათვლებით, თვეში დაახლოებით 600 ლიტრ ლუდს ჩამოვასხმათ, რაც დაახლოებით 800 ბოთლია. ლუდი „შანტრაბა“, რომელიც გაუფილტრავია, სხვა პროდუქციისგან სპეციფიკური გამოთი იქნება გამორჩეულია. ლუდის წარმოება უნდა დავიწყო ჩემს მეგობართან გია ალხანაიძესთან ერთად, რომელიც პროფესიონალია ლუდის ხარშვაში. ლევანი წარმოშობით თუშეთიდან არის და გვინდა აღვადგინოთ ის ტრადიციები, რომლებიც უკავშირდება მთის ლუდს“, – განუცხადა Knews.ge-ს გია პირადაშვილმა.