ახალი ამბები

„თუ თელავის აეროპორტი აღდგება, რეგიონის ეკონომიკა 10-ჯერ გაიზრდება“

მისი ინფორმაციით, კახეთში აეროპორტის აღდგენაზე იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მან და რამდენიმე ადამიანმა ერთი თვის წინა მიაწოდა. პირადაშვილი ფლობს ორ სასტუმროს კახეთში – “შატო მერეს” და “როიალ ბატონს”. 
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს თელავში აეროპორტის ამოქმედებაზე იდეა ერთი თვი წინ მივაწოდეთ მე, მამუკა ხაზარაძემ, „ლოპოტას“ ერთ-ერთმა მეწილემ გოგა მაისურაძემ და სხვებმა. ჩვენ გადავალთ განვითარების სხვა ეტაპზე. თუ კახეთში ამოქმედდება აეროპორტი, კიდევ ორ შატოს ავაშენებთ. ჩემ გარდა, ღვინის ყველა მწარმოებელი ააშენებს სასტუმროს. კახეთის აეროპორტს გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, ვიდრე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს“, – აღნიშნა გია პირადაშვილმა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სასტუმრო „Akhaseni Wine Resort”-ს გახსნაზე განაცხადა, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კერძო სექტორთან პარტნიორობით შესაძლებელია კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები.