თელავის მერიამ დამატებით 5 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განუცხადა, ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების, საქმის წარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, შიდა აუდიტის სამსახურისა და ინსპექტირების განყოფიფლების უფროსების თანამდებობები. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს.
„ამ ვაკანტურ თანამდებობებზე მონაწილეობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე საჭირო არ არის სამუშაო გამოცდილება. დანარჩენ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება სხვადასხვაა“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1700 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 1 აპრილამდე გაგრძელდება.